1. კონკურსის მიზნებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი და საუკეთესო კანდიდატის შერჩევა;
გ) მაღალპროფესიული საკადრო კორპუსის ფორმირება.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრ