1. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრთა შორის;

გ) კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;

დ) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს;

ე) კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას;

ვ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციას;

ზ) საკონკურსო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აქვს უპირატესი ხმის უფლება;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევებშ