1. თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.
2. თვითმმართველობის მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნებს;
ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნებს;
გ) პროფესიული უნარების მოთხოვნებს.
3. თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) მინიმალური (საერთო) საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც საერთოა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის;
ბ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც დგინდება მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისა