1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. სამდივნოს თანმაშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს მიმდინარე საქმიანობას უძღვება მდივანი, რომელსაც სამდივნოს შემადგენლობიდან ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2. სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას, რეგისტრაციას და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გასაუბრების გავლის წესით” დადგენილი ფორმით მათ დამუშავებას;
ბ) ამოწმებს საკონკურსო დოკუმენტაციის სისრულეს და მის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და გადამოწმებას; ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;
გ) უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ; ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის დარბაზის მოწყობას, მასალების გამრავლებასა და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას;
დ) ახდენს კონკურსანტთა რეგისტრაციას;
ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გასაუბრების გავლის წესის” შესაბამისად უზრუნველყოფს გასაუბრების გავლის ორგანიზებას და ამ წესით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულებას;
ვ) ასრულებას ამ ინსტრუქციით, კომისიის გადაწყვეტილებითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ დავალებებ