1.
კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო.
2.
სამდივნო:
ა)
ათავსებს ვაკანსიის შესახებ განაცხადს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge.
ბ)
ამოწმებს კონკურსანტის მიერ ატვირთული დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და გადამოწმებას; ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;
გ)
კანდიდატის შეფასებისას და კონკურსის ჩაშლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისას ავსებს შესაბამის ფორმებს (დანართი №3-6);
დ)
უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ; ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომისათვის მასალების გამრავლებასა და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას;
ე)
ახდენს კონკურსანტთა რეგისტრაციას გასაუბრების ეტაპზე;
ვ)
ასრულებას ამ ინსტრუქციით, კომისიის გადაწყვეტილებითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ დავალებებს.
დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და
ატესტაციის ჩატარების წესი