1.
კონკურსს ატარებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა)
განცხადებების გადარჩევა;
ბ)
ტესტირება;
გ)
გასაუბრება.
3.
განცხადების გადარჩევა (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება), რომელსაც უზრუნველყოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (ასეთის არსებობის შემთხევევაში), რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.
4.
ტესტირების ეტაპის ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ხოლო ტესტირების ეტაპის გამსვლელ მინიმალურ ზღვარს ადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების ფარგლებში.
5.
გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით.
6.
გასაუბრების ჩატარების პროცედურები განისაზღვრება ამ წესით.
7.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ეტაპების ჩატარებისათვის კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.11.2014
მუხლი 7. კონკურსის ჩატარების ფორმები
თავი I — კონკურსი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
- მუხლი 1. კონკურსის ცნება
- მუხლი 2. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 4. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
- მუხლი 5. კონკურსში მონაწილესადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები
- მუხლი 9. კონკურსის ჩატარების საჯაროობა
- მუხლი 10. საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების წესი
- მუხლი 12. ატესტაციის მიზნები:
- მუხლი 13. ატესტაციის ჩატარების დრო და პროცედურა
- მუხლი 14. ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/11/2014.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №38, 31.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2556287/muxli-7/