1.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საკრებულოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
2.
ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ)
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას;
გ)
მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ)
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
3.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.11.2014
მუხლი 14. ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
თავი I — კონკურსი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. კონკურსში მონაწილესადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები
- მუხლი 7. კონკურსის ჩატარების ფორმები
- მუხლი 9. კონკურსის ჩატარების საჯაროობა
- მუხლი 10. საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების წესი
- მუხლი 12. ატესტაციის მიზნები:
- მუხლი 13. ატესტაციის ჩატარების დრო და პროცედურა
- მუხლი 15. ატესტაციის შედეგები
- მუხლი 17. გასაუბრება
- მუხლი 18. გასაუბრების ჩატარების წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/11/2014.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №38, 31.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2556287/muxli-14/