1.
კომისია ვალდებულია, თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში (დანართი №8), რომელიც ივსება ერთ ეგზემპლარად და დახასიათებებთან (დანართი №7) ერთად ერთვის ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 სამუშაო დღეში.
4.
კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის შედეგებს, ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5.
დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას, მოხელის პირად საქმეში ასახვით, მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაწინაურების, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
6.
კომისია, ატესტაციის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული ატესტაციის და მისი შედეგების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.11.2014
მუხლი 15. ატესტაციის შედეგები
თავი I — კონკურსი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. კონკურსის ჩატარების ფორმები
- მუხლი 9. კონკურსის ჩატარების საჯაროობა
- მუხლი 10. საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების წესი
- მუხლი 12. ატესტაციის მიზნები:
- მუხლი 13. ატესტაციის ჩატარების დრო და პროცედურა
- მუხლი 14. ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 17. გასაუბრება
- მუხლი 18. გასაუბრების ჩატარების წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/11/2014.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №38, 31.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2556287/muxli-15/