1.
ატესტაციის ჩატარების დრო  განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საჯარო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის“ მე–5 მუხლის შესაბამისად.
2.
ატესტაცია მოიცავს  შემდეგ ეტაპებს:
ა)
ტესტირება;
ბ)
გასაუბრება.
3.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ავსებს  მოხელის დახასიათების ფორმას (დანართი №7);  ფორმას ავსებს ასევე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეც.
4.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
5.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
6.
ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირი იღებს ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას