1.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც, ფლობს სახელმწიფო ენას და პასუხობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს.
2.
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს, მხოლოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.11.2014
მუხლი 5. კონკურსში მონაწილესადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები
თავი I — კონკურსი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
- მუხლი 1. კონკურსის ცნება
- მუხლი 2. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 4. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
- მუხლი 7. კონკურსის ჩატარების ფორმები
- მუხლი 9. კონკურსის ჩატარების საჯაროობა
- მუხლი 10. საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების წესი
- მუხლი 12. ატესტაციის მიზნები:
- მუხლი 13. ატესტაციის ჩატარების დრო და პროცედურა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/11/2014.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №38, 31.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2556287/muxli-5/