1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:
ა)
იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრთა შორის;
გ)
კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;
დ)
საჭიროების შემთხვევაში ქმნის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს;
ე)
კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას;
ვ)
ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციას;
ზ)
კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აქვს უპირატესი ხმის უფლება;
თ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევებში
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.11.2014
მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დამტკიცდეს:
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
- მუხლი 1. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა
- მუხლი 2. კომისიის საქმიანობა
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
- მუხლი 1. კონკურსის ცნება
- მუხლი 2. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 4. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
- მუხლი 5. კონკურსში მონაწილესადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები
- მუხლი 7. კონკურსის ჩატარების ფორმები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/11/2014.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №38, 31.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2556287/muxli-3/