1.
კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
2.
კომისია, ასევე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით.
3.
კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება დადგენილი წესით.
4.
კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5.
კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
6.
კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
7.
კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია, გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
8.
კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის ან კანდიდატის წარდგენაზე უარის შესახებ.
9.
კომისია კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით.
10.
კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია, ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.11.2014
მუხლი 2. კომისიის საქმიანობა
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 თვის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დამტკიცდეს:
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
- მუხლი 1. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა
- მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
- მუხლი 1. კონკურსის ცნება
- მუხლი 2. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 4. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
- მუხლი 5. კონკურსში მონაწილესადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები
- მუხლი 7. კონკურსის ჩატარების ფორმები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/11/2014.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №38, 31.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2556287/muxli-2-2/