1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
ბ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს საკრებულო.
3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
4. მოხელე, რომელსაც საატესტაციო პერიოდში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით, შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
5. საკლასო ჩინის მინიჭების მიზნით, ატესტაციას არ ექვემდებარება ის მოხელე, რომელსაც უკვე აქვს მინიჭებული საკლასო ჩინი. ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ხდება საკლასო ჩინის გათანაბრებ