1. წერილობით დავალებაზე ან ტესტირებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ეტაპი (კანდიდატთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა).
2. წერილობითი დავალების შინაარსს, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია;
3. ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და სხვა კრიტერიუმები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით.
4. ტესტირებაზე დადებითი შეფასების მისაღებად, კანდიდატმა უნდა გადალახოს დადგენილი მინიმალური ზღვარ