1. გასაუბრებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მეორე ეტაპი (წერილობითი დავალება ან ტესტირება).

2. გასაუბრებაზე დაშვებულ კონკურსანტთა სიას, გასაუბრების ჩატარების დროს და ადგილს განსაზღვრავს კომისია.

3. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევების, პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების თაობაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

4. გასაუბრებაზე კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს და ადგილას. გასაუბრების დაწყებამდე ხდება კონკურსანტთა რეგისტრირება კონკურსანტთა მიერ სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერით. დაგვიანებული პირები გასაუბრებაზე არ დაიშვებიან.

5. გასაუბრებაზე გამოცხადებისას კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და კონკურსანტის ფურცელი. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსანტი გასაუბრებაზე არ დაიშვება.

6. კონკურსანტებს გასაუბრების ოთახში იძახებს კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი კონკურსანტების სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით. გასაუბრების ოთახში კონკურსანტები შედიან სათითაოდ.

7. გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზისა (საპატიოა თუ არასაპატიო), კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან.

8. გასაუბრების დროს კონკურსანტს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.

9. კონკურსანტის მიერ გასაუბრების გავლას თითოეული წევრი აფასებს ინდივიდუალურად. გასაუბრების შედეგები ცალკე არ ჯამდება და კონკურსანტებს არ ეცნობებ