1. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

2. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების ან/და მისი ზოგადი უნარებისა და პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან და სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.

3. კანდიდატის შეფასება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) წერითი ან/და ზეპირი დავალება (არასავალდებულო);

ბ) გასაუბრება (სავალდებულო).

4. წერითი ან/და ზეპირი დავალების შინაარსს, შეფასების კრიტერიუმებს, მაქსიმალურ და გამსვლელ ქულას განსაზღვრავს შესაბამისი საკონკურსო კომისია. წერითი ან/და ზეპირი დავალების მაქსიმალური და გამსვლელი ქულების შესახებ ინფორმაცია აისახება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.

5. კანდიდატის შეფასების მომდევნო ეტაპამდე არანაკლებ 3 (სამი) დღით ადრე, საკონკურსო კომისია ვალდებულია ელექტრონულად აცნობოს კანდიდატს შეფასების შედეგები და შეფასების შემდეგი ეტაპის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი. შეფასების შედეგების გაცნობასთან დაკავშირებული ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება კანდიდატის მიერ წერითი ან/და ზეპირი დავალების შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატისთვის შეფასების შედეგები ცნობილია შესაბამისი დავალების დასრულებისთანავე.

6. გასაუბრებაზე საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც დგება გადაწყვეტილების მიღებისთანავე და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.

7. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

8. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა წარედგინება სამსახურის უფროსს.

9. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს დისტანციური ან ნახევრად დისტანციური ფორმით.

10. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეოჩაწერა.

11. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატის შეფასების ზეპირი დავალების და გასაუბრების ეტაპები შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად, რის შესახებაც მითითებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაშ