1. საკონკურსო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად სამსახურის უფროსს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. საკონკურსო კომისია, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად აცნობებს მის მიმართ ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო შიდა კონკურსის შედეგების შესახებ თითოეულ კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტის (hr@pdps.ge) საშუალებით.
3. სამსახური ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულშ