1. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
2. თუ საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს თანამდებობის დაკავებაზე ან სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის თაობაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
3. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსისთვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის