1. დასაშვებია სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლისათვის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილისა) იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭება (ჰორიზონტალური გადაყვანა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანამშრომლის გადაყვანა ხორციელდება მისი თანხმობით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზ