სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ) სამსახურში მიღების პროცესში, სამსახურის თანამშრომლის მიერ, მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგნებულად დამალვა ან არასწორი მონაცემების წარდგენა;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა;
დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა – გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღიდან;
ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;
ზ) ამ წესის 28-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეფასება;
თ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;
ი) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა სამსახურის თანამშრომლის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულის ექიმის მიერ), აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;
კ) გარდაცვალება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძველ