1. მოხელის სტატუსის არმქონე პირი სამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. მოხელის გამოსაცდელი ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგის შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო ხელმძღვანელის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.

3. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.

4. იმ შემთხვევაში, თუ პირი დანიშნულია 12 (თორმეტი) თვის გამოსაცდელი ვადით, იგი თავისუფლდება თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე.

5. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.

თავი V. სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის პირობე