1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილისა) გადაყვანა იმავე იერარქიულ რანგსა და თანამდებობის შესაბამის, ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მქონე თანამდებობაზე დასაშვებია:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გადასაყვანი თანამშრომლის თანხმობით.

2. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენცია