1. სამსახურის თანამშრომელი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), სამსახურის შიდა აუდიტის სათანადო დასკვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გათავისუფლებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს განჩინება სამსახურის თანამშრომლის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

2. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული  სამსახურის თანამშრომელი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.

3. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებულ სამსახურის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამსახურის სახელით მოქმედებ