1. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.
2. სამსახურის ყველა სხვა თანამშრომლის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 24 სამუშაო დღე.
3. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობის ფარგლებში. წინა წლის გამოუყენებელი, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება შესაძლებელია მომდევნო წელს, სამსახურის უფროსის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.
4. სამსახურის თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება არაუმეტეს ერთი კალენდარული წლის ვადით.
5. სამსახურის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს (შესაბამის მოხელეს ასევე საკლასო დანამატის) შენარჩუნებით, შესაძლოა მიეცეს სასწავლო შვებულება 3 კალენდარულ თვემდე ვადით.
6. სამსახურის თანამშრომელს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სამსახურის თანამშრომელს შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
8. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და სამსახურის თანამშრომლის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლა