1. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.

2. სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანაშრომლის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 24 სამუშაო დღე.

3. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობის ფარგლებში.

4. სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არაუმეტეს ერთი კალენდარული წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს (შესაბამის მოხელეს ასევე საკლასო დანამატის) შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება 3 კალენდარულ თვემდე ვადით.

6. სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

8. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლა