სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემა;

ზ) უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარდგენა;

თ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენ