1. თანამშრომლის წახალისება ხდება სამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.

2.  ამ წესის 50-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმები გამოიყენება თანამშრომლის შეფასების შედეგების შესაბამისად.

3.  ამ წესის 50-ე მუხლის „გ“-„თ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარდგინებას უნდა ერთოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით.

4.  თანამშრომელს შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე  ფორმა.

თავი VII. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სათათბირო ორგანო – თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბ