1. მოსამსახურის წახალისება ხდება უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.
2. წარდგინება უნდა შეიცავდეს მოსამსახურის დახასიათებას და დასაბუთებას, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა.
3. წახალისების უფლება აქვს მინისტრს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სხვა საამისოდ უფლებამოსილ პირს.
4. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა მოსამსახურე წახალისებული.
5. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში.
6. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
დანართი N2
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექ