1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული და წესრიგში იქონიოს სამსახურებრივი ფორმა.
2. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ან/და გამოყენება კერძო ინტერესებისათვის.
3. ყოველი მოსამსახურე, მიუხედავად მისი ადგილისა სამსახურებრივ იერარქიაში, პირადად აგებს პასუხს თავის ქმედებებზე და იმ დავალებებზე, რომლებსაც ის აძლევს მასზე დაქვემდებარებულ პირებს.
4. მოსამსახურე, როგორც სახელმწიფო წარმომადგენელი, ვალდებულია წინ აღუდგეს აშკარად უკანონო ბრძანებას.
5. მოსამსახურე მოწოდებული უნდა იყოს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლა