1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) განსაზღვრავს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრებისა და რიგითების (შემდგომში –
მოსამსახურე) ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საჯარო ინტერესს.

2. კოდექსის მიზანია ისეთი ქცევის წესების დადგენა, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსამსახურეთათვის პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას, სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურ შესრულებას, ადამიანის უფლებათა დაცვას, საზოგადოებაში ნდობისა და პატივისცემის განმტკიცება