1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა არის ერთი წელი.

2. თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

3. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე:

ა) თუ მოსამსახურემ დისციპლინური სახდელის დაკისრების შემდგომ ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირთან დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.

5. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სხვა საამისოდ უფლებამოსილი პირი.

4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეშ