1. მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეპყრობოდეს ჰუმანურად, თავაზიანად და არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას.
2. მოსამსახურეს ეკრძალება ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან მის ახლო ნათესავთან შევიდეს ისეთ ურთიერთობაში, რომელიც არ არის განპირობებული სამსახურის ინტერესებით.
3. არც ერთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამება, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა. არანაირი გარემოება არ შეიძლება იყოს ასეთი ქმედების გამართლების საფუძველი.
4. მოსამსახურეებმა უნდა დაიცვან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოება.
5. ინფორმაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან/და ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ოჯახის წევრების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უნდა იყოს კონფიდენციალური და გამოიყენებოდეს მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარ