1. მოსამსახურის წახალისება ხდება უშუალო ხელმძღვანელის, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.

2. წარდგინებას უნდა ერთოდეს მოსამსახურის შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაცია და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა.

3. წახალისების ფორმისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.

4. მინისტრი უფლებამოსილია, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს ამ წესის მე-39 მუხლის მე -3 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და 40-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა”-„გ” და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები.

5. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების პროცედურა განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების დაწყების პროცედურისა.

6. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გამოვლენილ დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 5 წელი არ არის გასულ