მოხელეთა რეზერვი შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში ჩარიცხვას, მათივე თანხმობით, ექვემდებარებიან დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული შემდეგი კატეგორიის პროფესიული საჯარო მოხელეები:
ა) მოხელე, რომლის მობილობაც ვერ განხორციელდა;
ბ) მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან;
გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირის მეუღლე, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებით მეუღლის წარგზავნის გამო პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე;
დ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირები, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სათანადო ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობებზ