1. სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის წახალისების შესახებ.

2. სოციალური მუშაკის წახალისების ფორმებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.

3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის წახალისებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებებ