1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, აგრეთვე საქმიანობაში მიღწეული დადებითი შედეგებისათვის მოსამსახურისათვის გათვალისწინებულია წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემია;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;
ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის, მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
3. უფლებამოსილი პირის ბრძანებით, აპარატის თანამშრომელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების წარმატებით შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა