1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოსამსახურის გადაყვანა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა ხორციელდება:

ა) ზემდგომ თანამდებობაზე - სამსახურებრივი დაწინაურებით;

ბ) თანაბარ თანამდებობაზე - ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან სხვა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

გ) დაბალ თანამდებობაზე:

გ.ა) შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას;

გ.ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;

გ.გ) პირადი თხოვნით;

გ.დ) დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საფუძველზე.

3. მოსამსახურის გადაყვანა ხდება პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.

4. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით,  შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია თანამდებობიდან  გადააყენოს მოსამსახურ