საბჭოს აპარატში არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) პირი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი;

ვ) სპეციალური შემოწმების შედეგად, უარყოფითი შეფასების მქონე პირი;

ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად, უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება ახლო ნათესავს;

თ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში, შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

ი) პირი, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდ