1. საბჭოს აპარატში სამუშაოდ მიიღება 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და თავისი პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.
2. საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდგომ, კონკურსის გარეშე.
3. საბჭოს აპარატში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
4. დამხმარე ან შტატგარეშე მოსამსახურეებად მიიღებიან საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
5. მოსამსახურეებს, საბჭოს მდივნის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს მდივანზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შესაძლოა განხორციელდეს აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება.
6. დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და შრომით ხელშეკრულებას უფორმებს საბჭოს მდივანი, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
7. გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად, აპარატში პირი შეიძლება განსაზღვრული დროით მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურედ, ხელშეკრულების საფუძველზ