ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბჭოს აპარატის მოსამსახურე - საჯარო მოხელე, რომელიც დასაქმებულია საბჭოს აპარატში;
ბ) შტატგარეშე მოსამსახურე - პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება, გარკვეული ვადით, საბჭოს აპარატში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად;
გ) დამხმარე მოსამსახურე - ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით ან/და დანიშვნით მიიღება საბჭოს აპარატის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;
დ) ახლო ნათესავი - პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლის ან შვილის გერებ