1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/გადაყვანა ზემდგომ, ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:

ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;

ბ) მოსამსახურის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანისას;

გ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

დ) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე;

ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ვ) მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე;

ზ) შეფარდებული დისციპლინური სახდელის გამო.

2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, გადაადგილების/გადაყვანის საფუძვლის მითითებით. სამინისტროს სისტემიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა ფორმდება მინისტრის ბრძანებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.

3. თანამდებობრივი გადაადგილების/თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.

4. თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით.

5. მოსამსახურის თანამდებობაზე დაწინაურების საკითხის ინიციირების მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე აქვს მოსამსახურის უშუალო უფროსს, აგრეთვე ამ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე ზემდგომ თანამდებობის პირს. მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე შესაბამისი მოთხოვნით შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების არსებობის ფაქტზე მოწმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური შემოწმებისა და შიდა კონტროლის განმახორციელებელ დანაყოფში, ასევე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.

6. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკავებულია (დაკომპლექტებულია) უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება ტოლფას თანამდებობაზე ან მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზ