1. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.
2. მოსამსახურის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სამსახურებრივი გადაადგილება (მივლენა) ტერიტორიულად სხვა ადგილზე ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით:
ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ/ტერიტორიულ დანაყოფში არაუმეტეს 6 თვისა მასზე დაკისრებული ფუნქციების იდენტური ფუნქციების შესასრულებლად;
ბ) ტერიტორიულად იმავე ან სხვა ადგილას, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, თუ მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის.
3. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან თუ მისი შესრულება შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით.
4. აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით შეიძლება დარეგულირდეს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხები