მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, აგრეთვე შესაბამისი ინსტრუმენტები და ინვენტარი, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებისთვის;

გ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში/სპეციალურ კონკურსში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწინაურდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე;

ე) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

ვ) გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება მისი ღირსებ