1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ამავე სამსახურისა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხების ერთობლიობით.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას ამტკიცებს ამავე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან (შემდგომში – სამსახურის უფროსი) შეთანხმებით.

3. საშტატო ნუსხით განისაზღვრება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება.

თავი II

მოსამსახურის სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ზოგადი შეზღუდვე