1. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) უფლება არ აქვს ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) ეკავოს თანამდებობა. მოსამსახურის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში.
2. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურის უფროსის თანხმობით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან საჯარო ან კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა, რაც ხელს არ უნდა უშლიდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულება