1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური), ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის პირობებსა და პროცედურებს.
2. ეს წესი შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალური დანიშნულების დაწესებულების, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისა