ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, საჯარო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი (შემდგომ – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი) – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დასაქმებული მოსამსახურე, რომელსაც კანონითა და ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი;

გ) საჯარო მოსამსახურე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე მოსამსახურე;

დ) სამოქალაქო პირი – სააგენტოში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა;

ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, მეხანძრე-მაშველის ფუნქციის შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პირ