1. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;
ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;
გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;
დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.
2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში თანამდებობები ნაწილდება თითოეული თანამდებობის ფუნქციების შესაბამისი შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
ა) პასუხისმგებლობა;
ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე;
გ) კომპეტენციები;
დ) აუცილებელი კვალიფიკაცია;
ე) სამუშაო გამოცდილება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის თანამდებობის მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა;
გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;
თ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ი) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილება განისაზღვრება საშტატო განრიგით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა