1. თანამდებობა ტოლფასია, თუ დანაყოფის სახელწოდების მიუხედავად, დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის მსგავს ფუნქციას ან/და იმავე თანამდებობრივ რანგს.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შემთხვევაში თანამდებობა ტოლფასია, თუ დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების