1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში – სათანადო სამსახურებრივი ბარათის/პატაკის მატერიალური დოკუმენტის წარდგენით. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო- საორგანიზაციო ღონისძიებისა.

2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან იმავე დანაყოფში სხვა თანამდებობაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში უფროსის ზეპირი დავალების საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს, როგორც წესი, სამი სამუშაო დღის ვადაშ